გიორგი რურუას ადვოკატი - ველოდებით, რომ გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური და არა სამართლებრივი

„მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, სასამართლოს მიერ გიორგი რურუას მიმართ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკური იქნება.

როგორც საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარეს მოლოდინი აქვს, რომ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართალზე დაფუძნებული არ იქნება.

„არა თუ მოლოდინი, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იქნება სამართალზე, კანონზე და მის შინაგან რწმენაზე დაფუძნებული. ვინაიდან, გიორგი რურუას, როგორც თავდაპირველი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური, ველოდებით, რომ მისი საბოლოო გადაწყვეტილებაც იქნება პოლიტიკური და არა სამართლებრივი“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

მისივე თქმით, თუ რურუას მიმართ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

„ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, რაც არათუ გამორიცხული არ არის, არამედ მოსალოდნელია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სააპელაციო სასამართლოში ველოდებით დამოუკიდებელი მოსამართლეების მიერ საქმის განხილვას, მაგრამ ცხადია, რომ დაცვის ფუნქცია არის ის, რომ გამოვიყენოთ ყველა საშუალება მიუხედავად იმისა, თუ რა მოლოდინები გვაქვს სასამართლოებთან მიმართებაში“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის ბრალდებულ გიორგი რურუას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა