ჭიათურაში, ითხვისის არქეოლოგიური ექსპედიციისას ახალი ნამოსახლარი აღმოაჩინეს

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ითხვისის არქეოლოგიური ექსპედიციის მიმდინარეობისას მეცნიერების მიერ ახალი ნამოსახლარი გამოვლინდა, რომელიც განვითარებულ შუასაუკუნეებს მიეკუთვნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

“კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფინანსებული ერთი სამეცნიერო კამპანიის ფარგლებში, 2019 წელს უკვე გამოვლენილია ძვ. წელთაღრიცხვის I საუკუნის დროინდელი ნაგებობათა ნაშთებიც, რომლის პერიოდიც აქვე აღმოჩენილი გვიანელინისტური ხანის რკინის იარაღით დასტურდება. ადრეული ნამოსახლარი ფრაგმენტულადაა შემორჩენილი, რადგან ის მოგვიანებით სამშენებლო მასალისთვის დაიშალა. შუა საუკუნეების ნამოსახლარზე მრავლადაა ნაპოვნი XII-XIII საუკინეებისთვის დამახასიათებელი არქეოლოგიური მასალა: მოჭიქული, მოხატული და სადა ჯამები, თეფშები, დოქები, ჩაფები, ტაფები ბრინჯაოს ქვაბი, ბრინჯაოს ავგაროზი და სხვა. წინასწარი მონაცემებით არქიტექტურული სტრუქტურა XIII საუკუნის ბოლოს, კერძოდ 1283 წლის დიდი მიწისძვრის დროს განადგურდა. ნამოსახლარზე ნაპოვნ არტეფაქტებთან და არქეოლოგიურ მასალასთან ერთად, ადრეშუასაუკუნეების პერიოდის მარანიც გამოვლინდა 12 ქვევრით. განვითარებული შუა საუკუნეების დასახლება და მარანი უნიკალურია დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიურ სინამდვილეში, რადგან ამ პერიოდის ასეთი მასშტაბის დასახლება და მარანი იშვიათ აღმოჩენეთა რიგს განეკუთვნება. არქეოლოგიურ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი არგვეთი პროფესორ ზურაბ ბრეგვაძის ხელმძღვანელობით ახორციელებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს