ონის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციოდ პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს. შტაბს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ლევან ქვათაძე ხელმძღვანელობს.

სხდომაზე სტიქიის სალიკვიდაციოდ შემდგომ სამოქმედო გეგმებზე მსჯელობენ. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა. სამაშველო ღონისძიებები დილიდან განახლდა. ამ დროისთვის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები იმ სოფლების მომართულებით ასრულებს რეისს, სადაც სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემების გამო მოქალაქეები გამოსვლას ვერ ახერხებენ.

გუშინ კი დღეის განმავლობაში 4 ვერტმფრენის მეშვეობით 7 რეისი შესრულდა, სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 100-მდე ადამიანი, მათ შორის, არიან მცირეწლოვნები.

იხილეთ ვიდეო:ონში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
ონის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციოდ პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს. შტაბს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ლევან ქვათაძე ხელმძღვანელობს.

სხდომაზე სტიქიის სალიკვიდაციოდ შემდგომ სამოქმედო გეგმებზე მსჯელობენ. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა. სამაშველო ღონისძიებები დილიდან განახლდა. ამ დროისთვის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები იმ სოფლების მომართულებით ასრულებს რეისს, სადაც სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემების გამო მოქალაქეები გამოსვლას ვერ ახერხებენ.

გუშინ კი დღეის განმავლობაში 4 ვერტმფრენის მეშვეობით 7 რეისი შესრულდა, სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 100-მდე ადამიანი, მათ შორის, არიან მცირეწლოვნები.

იხილეთ ვიდეო:ონში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025