„საქართველოს ბანკი“ აგრომიმართულების მხარდაჭერას განაგრძობს

საქართველოს ბანკი“ ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, აგრომიმართულების ხელშეწყობის მიზნით, ბანკისა და „შპს ყვარლის ბაგა“-ს პარტნიორობით კახეთის რეგიონში, ყვარელში, მეცხოველეობის ფერმა გაფართოვდა.

მათივე ცნობით, კომპანია 2010 წელს კახეთში, კერძოდ ყვარელში დაარსდა. ფერმის ძირითად საქმიანობას რძის წარმოება წარმოადგენს. კომპანიის მაღალი ხარისხის რძის წარმოებას, მაღალმწარმოებლური, ჰოლშტინის ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი განსაზღვრავს.

„ფერმა აგებულია ებრაული ფერმის მოდელის მიხედვით, რომელიც ევროპულ მოდელთან შედარებით, ფლობს რიგ უპირატესობებს, რაც ძირითადად მოიცავს პირუტყვის კომფორტს, ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობას. მიმდინარე ეტაპზე შპს ყვარლის ბაგას საშუალო თვიური წარმადობა შეადგენს 665 ათას ლიტრ რძეს. ფერმა დღეის მდგომარეობით 2,000-მდე ძროხას იტევს, რასაც ოპერირებას კომპანიის დაახლოებით 60 თანამშრომელი უწევს. რძის ხარისხი ყოველდღიურად კონტროლდება ფერმაში არსებული ლაბორატორიული აღჭურვილობის საშუალებით. გარდა ამისა, საბოლოო ხარისხი თავად გადამამუშავებელ კომპანიებში მოწმდება.

„ყვარლის ბაგა" საქართველოში რძის ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანიაა, რომლის მიზანია რძის წარმოების თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა რეგიონში. დაარსების დღიდან დღემდე მუდმივად ხდება საწარმოს გაფართოება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. სწორედ ამ მიზნით მოხდა ბანკის მიერ ფინანსური მხარდაჭერა, რამაც ჯამში დაახლოებით 5.8 მლნ ევრო შეადგინა. ინვესტიცია სხვადასხვა სამუშაოების დაფინანსების მიზნით, კერძოდ მსხვილფეხა საქონლის შეძენის, შიდა ინფრასტრუქტურის და საწარმოს გაფართოებისთვის ძირითადი საშუალებების (სადგომების მოწყობა; უახლესი ტექნიკის შეძენა) დაფინანსების მიზნობრიობით გაიცა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა