„ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა" და მთავარ უცხოელ ინვესტორს საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეაქვთ

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა" და მთავარ უცხოელ ინვესტორს საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეაქვთ. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

კერძოდ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა 29 ივლისს შეიტანეს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით.

ამ ორი სარჩელით ისინი დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვენ. მათი განცხადებით, მოთხოვნების ოდენობა სცდება 1 მილიარდ აშშ დოლარს და კონსორციუმისა და მეიერის დანაკარგისგან შედგება.

იხილეთ ვიდეო:"ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა" და მთავარ უცხოელ ინვესტორს საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეაქვთ

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!