არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 150-მდე ადამიანი გამოიყვანეს

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 150-მდე ადამიანი გამოიყვანეს. მისი თქმით, მობილიზებულია 2 ვერტმფრენი, რომელთა მეშვეობით პრობლემური ადგილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება.

ჯაფარიძის განმარტებით, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მისივე თქმით, ელექტროენერგიის მიწოდება წუხელ აღუდგა საკაურას ხეობის 5 სოფელს. დღეს, სავარაუდოდ კი ელექტროენერგიის მიწოდება კიდევ სამ სოფელში აღდგება. მისი თქმით, გარდა ამისა წყალმომარაგება აღდგა ონში, 400-მდე აბონენტს წყალი სრულად მიეწოდება.

„ცენტრალურ მაგისტრალზე 12 კრიტიკული ობიექტის აღდგენის სამუშაოები გრძელდება. პირველ სამ ლოკაციაზე სამუშაოები დასრულდა და მოეწყო შემოვლითი გზები. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. მაქსიმალურად სწრაფი ტემპით ხდება პრობლემების ლოკალიზება", - განაცხადა ჯაფარიძემ.

იხილეთ ვიდეო:რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეების ნაწილი ვერტმფრენებით გამოიყვანეს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს