საავტომობილო გზების დეპარტამენტი - რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება

რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი სტიქიის ზონაში საჭირო სამუშაოებს ადგილზე უძღვებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

„ამ დროისათვის 5 სოფელს უკვე მიეწოდება ელექტროენერგია და იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე კიდევ სამი სოფლისთვის შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის აღდგენა, რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენას, აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, უკვე ჩართული გვყავს 17-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა და დამატებითი ტექნიკაც გზაშია, ამ დროისათვის ველოდებით მდინარის დინების დასუსტებას, რათა შევძლოთ ერთდროულად მეტი ტექნიკის შეყვანა და უფრო აქტიური სამუშაოების წარმოება “,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

უწყების ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები: საპროექტო ჯგუფი, მეგზევეები და მეხიდეები სტიიქიის ზონაში არიან მობილიზებულები. ისინი პირველად ინფორმაციაზე დაყრდნობით მუშაობენ როგორც საპროექტო გადაწყვეტილებებზე, ისე შემდგომი პრევენციის გეგმაზე.

სპეციალისტები ასევე ადგილზე უწევენ კოორდინაციას სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტუქტურის აღდგენით სამუშაოებს და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის აუცილებელ ღონისძიებებს, რათა უმოკლეს ვადებში დასრულდეს აუცილებელი სამუშაოები და აღდგეს დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა