ადვოკატი - გიორგი რურუა ღიმილით შეხვდა გადაწყვეტილებას, რადგან წინასწარ ვიცოდით, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარეს არცერთი მტკიცებულება არ ჰქონდა, შესაბამისად, ტერმინები - პროკურორი, სამართალი, მოსამართლე და კანონიერება, არარელევანტურია.

„გასაჩივრებას ბუნებრივია ვაპირებთ, არა იმიტომ რომ სააპელაციო სასამართლოს იმედი გვაქვს და გვგონია, რომ იქ დაგვხვდება პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი მოსამართლეები, არამედ იმიტომ რომ ჩვენი, ანუ დაცვის მხარის ვალდებულებაა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა. გამოვიყენოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის, რა პრინციპებისა და რა ღირსების მოსამართლეები დაგხვდებიან სააპელაციო ან უზენაეს სასამართლოებში. მოსალოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. ალბათ ნახეთ, რომ თავად გიორგი რურუაც ღიმილით შეხვდა ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ჩვენ წინასწარ ვიცოდით. სიმართლე გითხრათ მე მეგონა 5 წელს მიუსჯიდა მოსამართლე, აღმოჩნდა რომ 4 წელი მიუსაჯა, ამ ნაწილში იყო მოულოდნელი. საქმეში, არცერთ მუხლთან დაკავშირებით, არცერთი მტკიცებულება არ არსებობდა, რომელიც მის დამნაშავეობას დაადასტურებდა და პირიქით, უამრავი მტკიცებულება არსებობდა საქმეში, რომელიც ადასტურებდა პოლიციელების და პროკურორების დანაშაულებს, რა კანონიერებაზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა