სოფელ ყარაჯალარიდან ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 196 პირის ტესტირების შედეგი უარყოფითია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარიდან, ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 196 პირის ბიოლოგიური მასალის ,,პისიარ“ ტესტირების შედეგად, კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, დღის ბოლოს იმ 25 პირის ,,პისიარ“ ტესტირების შედეგებს ელოდებიან, რომლებიც გუშინ ყარაჯალარში დადასტურებული კოვიდინფიცირებულების ახლო კონტაქტები არიან. სოფელში, ეპიდემილოგებმა მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება ჩაატარეს, ჯამში „პისიარ“ ტესტირება 2400 პირს ჩაუტარდა.

დღეისათვის, სოფელ ყარაჯალარში კოვიდინფიცირების 36 დადასტურებული შემთხვევაა, ჯამში გარდაბნის მუნიციპალიტეტში 56 პირია ინფიცირებული. სოფელში უკვე მეშვიდე დღეა კარანტინის რეჟიმი მოქმედებს, შესასვლელებსა და გამოსავლელებს, ასევე ყარაჯალარის ტერიტორიაზე მოსახლეობის გადაადგილებას, სამართალდამცავები აკონტროლებენ.

იხილეთ ვიდეო:სოფელ ყარაჯალარიდან ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 196 პირის ტესტირების შედეგი უარყოფითია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა