გიგი უგულავა გიორგი რურუას განაჩენზე - რას ველოდით ამ მოსამართლისგან? ეს არის მონსტრებისა და „ჩმორების“ კორპორაცია

ეს განაჩენი, რომელიც დღეს ჩვენ ამ ჭილობში გამოხვეული მოსამართლისგან მოვისმინეთ, 18 ნოემბერსვე იყო ცხადი, როცა გიორგი რურუა უკანონოდ დააპატიმრეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ეს სასამართლო არ არის, „ეს არის მონსტრების კორპორაცია“.

„ივანიშვილმა მთელი სასამართლო საჯიჯგნად ხელში თავის ყმას, მურუსიძეს ჩაუგდო. აბოსლუტურად უსამართლო, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა. რაც მთავარია, მერე ნუ გვიკვირს, რატომ არის ასეთი ტოტალური უნდობლობა გამოძიების მიმართ. „ქართულ ოცნებას“, როცა ხელისუფლებაში მოვიდა, ერთადერთი რამ ჰქონდა გასაკეთებელი, გაეუმჯობესებინა მართლმსაჯულება. დღეს ჩვენ საბოლოოდ ვხედავთ, რომ სასამართლო არის ცარიელი კედლები, შიგნით მოკალათებულია კორუმპირებული „ჩმორი“ მოსამართლეებით. რას ველოდით ამ მოსამართლისგან? ეს არის მონსტრებისა და „ჩმორების“ კორპორაცია. დიდი დრო არ აქვთ დარჩენილი, ავგიას თავლაა და გამოიწმინდება ეს ყველაფერი. საქართველო წინ და უკან ტრიალებს ერთსა და იმავე წრეზე, ხელისუფლებები იცვლება და ეს მონსტრები კიდევ უფრო მეტად ძლიერდებიან, ადამიანის სისხლით ივსებიან. ამ მოსამართლეების კინწისკვრით, პანჩურებით გამოყრას ძალიან მალე ნახავს ქართველი ხალხი. შეიძლება ჩვენ ბევრ რამეზე ვიკამათოთ, მაგრამ სრული თანხმობაა ამაზე, რომ ქეჩოში უნდა მოკიდო და ცხვირპირით გამოათრიო ეს მართლა მონსტრების კორპორაცია,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, მათი გეგმაა არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დამარცხება.

„თევზი თავიდან ყროლდება, სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა სოლოლაკის სასახლიდან აყროლდა. ამ ყროლის თავი და წყარო არის ბიძინა ივანიშვილი. სანამ ის იქნება ხელისუფლებაში და სანამ ეს „ჩმორების“ კორპორაცია იქნება, სამართალს ჩვეულებრივია ადამიანი ვერ იპოვის. გულის ამრევია ყველა ის ადამიანი, რომელიც დღევანდელ ვითომ ჩადებულ იარაღზე საუბრობს 20-30 წლის წინანდელი ისტორიით. თუ რამე უნდოდა, 8 წელია ხელისუფლებაშია და ექნა. ან რამე ბრალი წაეყენებინა, როცა დასჭირდა მაშინ ჩაუდეს იარაღი. ძალიან მწარედ ინანებს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.

იხილეთ ვიდეო:"ეს არის მონსტრების და ჩმორების კორპორაცია" - გიგი უგულავას პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა