აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრებმა ასეულმა უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა

თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრებმა ასეულმა, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის განხორციელება გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ბაზა „მარმალზე“ ოფიციალურად დაიწყო. აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრებმა ასეულმა უფლებამოსილება II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულისგან როტაციის წესით გადაიბარა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ სამხედრო ბაზა „მარმალზე“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. პირად შემადგენლობას სიტყვით მულტინაციონალური სწრაფი რეაგირების ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ალექსანდერ რაოცლომ მიმართა. მან II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულს საერთაშორისო ოპერაციით გათვალისწინებული ამოცანების მაღალ დონეზე შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრებ ასეულს საერთაშორისო მისიის წარმატებით შესრულება უსურვა.

უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში შვიდი თვის განმავლობაში იმსახურებს. გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა