„თავისუფალმა საქართველომ“ პარტიის რეგიონული ოფისი ქუთაისში დააფუძნა

„თავისუფალი საქართველო“ რეგიონებში თავის მხარდამჭერებთან შეხვედრებს განაგრძობს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის რეგიონული ოფისი დღეს ქუთაისში, ტაბიძის N1-ში გაიხსნა.

„ჩვენი პარტია ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული ძალაა. ყველა ჩვენს მხარდამჭერს მივმართავ, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ოფისის ფორმირებაში, რათა ერთიანი ძალებით ვიბრძოლოთ იმ მიზნების განხორციელებისთვის, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის იქნება მიმართული“, - განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, „თავისუფალი საქართველო“ აგვისტოში, იმერეთის ოთხივე ოლქში წარადგენს დეპუტატობის კანდიდატებს.

„თავისუფალი საქართველო“ მზადაა საკუთარ მხარდამჭერებს საპარლამენტო არჩევნებში ღირსეული კანდიდატები წარუდგინოს. ჩვენ ასევე მონაწილეობას მივიღებთ ქუთაისის მერის არჩევნებშიც, რომლის ვადამდელი არჩევნებიც - დროში, საპარლამენტო არჩევნებს ემთხვევა“,- განაცხადა პარტიის ლიდერმა.

ქუთაისის ოფისის გახსნისას, განცხადება, ასევე „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ გააკეთა.

„ქუთაისი არ უნდა იყოს ცენტრალური ხელისუფლების ფილიალი. ამ ქალაქს ადგილობრივი მცხოვრებლების დასაქმების კუთხით, უდიდესი პოტენციალი გააჩნია, მაგრამ უნიათო ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვით არის დაკავებული. ქუთაისელები მასობრივ უმუშევრობას განიცდიან, ისევე, როგორც დანარჩენი საქართველო“, - განაცხადა გოგი წულაიამ და აღნიშნა, რომ ქუთაისს და ზოგადად, ყველა თვითმმართველობას მეტი ფინანსური, ქონებრივი და ადმინისტრაციული ავტონომია უნდა გააჩნდეს.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერთა განცხადებით, პარტია უახლოეს მომავალში თვითმმართველობის ქარტიის პროექტს გამოაქვეყნებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა