ანნა ფოტიგა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, შეწყალების თაობაზე თავისი უფლებამოსილება გიორგი რურუას შემთხვევაშიც გამოიყენოს

ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა "მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუას მიმართ გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

„საქართველოს ბევრი მეგობარი მედიამფლობელ გიორგი რურუას დაკავებას და ახლა უკვე სასჯელს პოლიტიკურად მიიჩნევს. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება ისე, როგორც ეს სხვა ფიგურების შემთხვევაში გააკეთა, რომლებიც 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყვნენ. ეს გააუმჯობესებდა კლიმატს არჩევნების წინ,“ - წერს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, "მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა