ხელვაჩაურის საკრებულოში ფრაქცია "ნაცმოძრაობის" წევრს ვაჟა თავდგირიძეს უფლებამოსილება შეუწყდა

ხელვაჩაურის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს ვაჟა თავდგირიძეს უფლებამოსილება შეუწყდა. გადაწყვეტილება ხელვაჩაურის საკრებულოს უმრავლესობამ მიიღო, საკითხის ინიციატორი "ქართული ოცნების" წევრები იყვნენ.

ამ გადაწყვეტილების მიღებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მათ მმართველი გუნდი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულეს. როგორც ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მიშა ბოლქვაძე განმარტავს, ვაჟა თავდგირიძეს მძიმე სენი აქვს და სხდომებს ამიტომ არ ესწრებოდა, რისი დოკუმენტაციაც წარადგინა. მისივე თქმით, უმრავლესობის მიზანი ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაშლა იყო. თავის მხრივ, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საკრებულოს წევრი ვაჟა თავდგირიძე თვითმმართველობის საქმიანობაში მონაწილეობას არ ღებულობს და მისი უფლებამოსილების საკითხი დღის წესრიგში დადგა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა