გიორგი გახარია ონის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომას ესწრება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერ -მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ესწრებიან. სხდომაზე რაჭაში, სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით სამოქმედო გეგმებზე მსჯელობენ.

მანამდე გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი ვერტმფრენით სოფელ ღებში ჩავიდნენ, რომელიც სტიქიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა.

საგანგებო შტაბი სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა, პრობლემური ლოკაციებიდან მოქალაქეები ვერტმფრენების საშუალებით გამოჰყავთ. ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან დაახლოებით 150-მდე მოქალაქეა გამოყვანილი. ონსა და რამდენიმე სოფელში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება აღდგა.

იხილეთ ვიდეო:

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს