ბოლნისის მერმა სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფლები დაათვალიერა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფლები: მუშევანი, გეტა, ძველი ქვეში და ზვარეთი დაათვალიერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 27 ივლისს, სტიქიის შედეგად ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუშევანი, გეტა, ძველი ქვეში და ზვარეთი შიდა გზები დაზიანდა. დაზარალებულ სოფლებში ადგილზე ვითარებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.

სოფლებში იმყოფებოდა სპეციალური კომისია, რომელმაც ზარალი შეაფასა. სტიქიის შედეგად აღნიშნულ სოფლებში 4500 გრძივი მეტრის შიდა გზა დაზიანდა. აღსანიშნავია, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო