„თიბისის“ მობაილბანკს კიდევ ერთი ფუნქციონალი დაემატა

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, „აქ.ახლა“,თიბისის“ მობაილბანკს კომუნალური გადასახადების დაჯგუფების და ერთიანად გადახდის ფუნქციონალი დაემატა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, დღეიდან, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, არსებული ან ახალი კომუნალური გადასახადების შაბლონები დააჯგუფოს და ის სასურველი ტიპის ჯგუფში გააერთიანოს. ასე გადახდა ერთ ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი, რაც დაზოგავს მომხმარებლის დროს და მას ტრანზაქციის შესრულებას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

„კომუნალური გადასახადების დაჯგუფება ძალიან მარტივია. ფუნქციონალით სარგებლობისთვის და გადასახადების ერთიანად გადასახდელად, მომხმარებელმა: გადარიცხვების მენიუდან უნდა აირჩიოს კომუნალური გადახდები; მონიშნოს შაბლონები, რომლის დაჯგუფებაც სურს; შექმნას ჯგუფი და დაარქვას მას სასურველი სახელი; მარტივად, ერთიანად გადაიხადოს დაჯგუფებული გადასახადები; კომუნალური გადასახადების დაჯგუფების ფუნქციონალით სარგებლობა თიბისის მობაილბანკთან ერთად, უკვე რამდენიმე თვეა ინტერნეტბანკშიცაა შესაძლებელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა