„სტრატეგია აღმაშენებელი“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეს ასახელებს

პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე წარადგინა.

როგორც გიორგი ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მას საკუთარი თანამებრძოლებისა და მოქალაქეების მხარდაჭერის იმედი აქვს.

„რა უნდა ვუთხრათ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს, როცა ხედავენ, რა მდგომარეობაში მიიყვანა საქართველო „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიამ. როგორ უნდა გავამთლიანოთ საქართველო, როცა ისინი ხედავენ, რომ სიღარიბეში იხრჩობა საქართველოს მოსახლეობის 90%. როგორ გარბის ქვეყნიდან ასობით ათასი შრომისუნარიანი მოქალაქე, ეს უსამართლობაა. ეს არ არის გზა, რომელიც საქართველოს გამთლიანებისკენ მიიყვანს. ეს „დამსხვრეული ოცნებების“ გზაა. ეს არის ერთი ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის ოცნება. ყველა უნდა დავდგეთ ერთად, დავასრულოთ დაპირისპირება და დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი. არ შეიძლება პოლიტიკა იყოს არაპროფესიონალიზმის ასპარეზი, ტყუილი და ხალხის გადაგდება არ უნდა იყოს პოლიტიკაში წარმატების საზომი. მივმართავ ყველა პროფესიონალსა და პარტიოტს, შემოდით პოლიტიკაში, გადავდგათ ნაბიჯი. გადავდგით ჩვენ ნაბიჯი? გადადგით თქვენც ეს ნაბიჯი, შემოდით პოლიტიკაში და ჩაერთეთ აღმშენებლობაში, მოუწოდეთ სხვებს. ქვეყანას სჭირდება ენერგია, რომელიც ფეხზე დააყენებს თითოეულ ქართულ ოჯახს. მთავარია, რა უნდა ხალხს და არა ის, რა უნდა რომელიმე პარტიას ან რომელიმე პოლიტიკოსს. შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო აწმყო და დავდგეთ ერთად. ვიცი, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ვარ. მე თქვენი იმედი მაქვს. თქვენ ხართ ჩემი თანამებრძოლები, თქვენთან ერთად ვაპირებ გამარჯვებას, თითოეული თქვენგანი, ვინც ამ დარბაზში იმყოფებით და ვინც ახლა თვალს გვადევნებს შორიდან. გვპირდებით, რომ ჩვენი ერთიანობით, ჩვენი გაერთიანებით, დავიწყებთ აღმშენებლობის პროცესს და დავამარცხებთ სიღარიბეს ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში. საქართველო გაიმარჯვებს, ჩვენს ერთიანობას გაუმარჯოს“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მზად არის შევიდეს პოლიტიკურ ბრძოლაში.

"ჩემი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების მიზანი ძალიან მარტივია, ჩვენ არ უნდა გვყავდეს არც ერთი მშიერი ბავშვი ქვეყანაში და არავის უნდა უწევდეს სარჩოს მოძებნა ნაგავსაყრელზე. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ქვეყანას ეყოლება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუდმივად ხალხთან არის, არა კაბინეტში, არა კომფორტში, არამედ იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ხალხს. დღეს ქვეყანას სჭირდება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუშაობს 24 საათი, არასდროს იღლება, აქვს ენერგია, უხსნის გზას პროფესიონალებს და არის თანამედროვე განვითარების ავანგარდში. მე მჭირდება თქვენი მხარდაჭერა. ბედნიერი ვარ, რომ დავიბადე საქართველოში და ვარ იმ დიდი ისტორიის, კულტურის მოზიარე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს“, – განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა