ირაკლი ქარსელაძე რაჭაში სტიქიაზე - ჯერ შეუძლებელია რიცხვებზე საუბარი, თუმცა ზარალი დიდი იქნება

2 კმ-ზე მეტია გზის ჩაწყვეტილი მონაკვეთების ჯამური სიგრძე, რაც მნიშვნელოვნად ართულებს სრული ფრონტით სამუშაოების წარმართვას. ამ ეტაპზე, 15 ლოკაციიდან 10-ზე მიმდინარეობს სამუშაო, სადაც ფიზიკურად მისვლა შესაძლებელია და დაახლოებით 20 ერთეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ რაჭაში სტიქიასთან დაკავშირებით განაცხადა.

„გუშინდელი დღე კარგად გამოვიყენეთ და ორ მონაკვეთზე შემოვლითი გზა მოეწყო, რამაც შემდეგ მონაკვეთებზე გადასვლის საშუალება მოგვცა. შემოვლითი გზების მოწყობის პარალელურად მიმდინარეობს ნაპირდაცვითი სამუშაოები, ხიდებთან მისასვლელების და ვაკისების მოწყობა, რათა ყველაზე გამომწვევ 127-ე კილომეტრზე მოძრაობა განვლადი გავხადოთ. საბედნიეროდ, დღეს ამინდიც ხელს გვიწყობს, რაც ჩვენს გეგმას ეფექტიანს ხდის,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე თქმით, ჯერ შეუძლებელია რიცხვებზე საუბარი, თუმცა ზარალი დიდი იქნება.

„შტაბმა გუშინვე დასახა გეგმები ყველა მიმართულებით, ესაა მოსახლეობის ევაკუაცია, სურსათით თუ წამლებით მომარაგება. მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივი თვითმმართველობა, გუშინ 7 რეისი გააკეთეს ვერტმფრენებმა და დღესაც დეტალურად დავათვალიერეთ ყველა ადგილი, სადაც ჯერ ფიზიკურად მისვლას ვერ ვახერხებთ. ამ მხრივ შტაბი გამართულად მუშაობს,“ - თქვა ირაკლი ქარსელაძემ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პრიორიტეტული სამუშაოების დასრულების შემდეგ, გაიწერება კონკრეტული გეგმა, დაზიანებული გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს