ონის რაიონში დაზიანებული ელექტროქსელის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს განცხადებით, ონის რაიონში სტიქიის გამო, გამორთული აბონენტების ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა გუშინ ღამითვე მოხერხდა. ამჟამად, ელექტროენერგია მიეწოდება სოფლებს: ლაგვანთა, საკაო, ხიდეშლები, მაჟიეთი, ბორცო და ბასუკაანთი.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ტექნიკური ბრიგადები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში, რომ დროულად მოახდინონ უამინდობის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების სრული აღდგენა-რეაბილიტაცია.

„მიუვალი გზების გამო, ფერხდება სამუშაოების წარმოება, თუმცა, იმ ადგილებში, სადაც არის შესვლის შესაძლებლობა, მობილიზებულია ტექნიკა და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, ელექტროენერგია არ მიეწოდება 800-მდე აბონენტს. აქედან, დღეს ჩაირთვება 200-ზე მეტი აბონენტი რამდენიმე სოფელში. აგრეთვე ეტაპობრივად განხორციელდება 600-მდე აბონენტის ენერგომომარაგება სოფლებში - უწერა, გლოლა, ღები, ჭიორა და კურორტი შოვი. აღნიშნულ სოფლებში არის ყველაზე მძიმე დაზიანება. ადიდებულმა მდინარე რიონმა წაიღო მაღალი ძაბვის 35 კვ გადამცემი ხაზის საყრდენები. კომპანიის ტექნიკური სამსახური ადგილზეა მობილიზებული და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, რომ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მოხდეს ზიანის აღდგენა და აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება”,-აღნიშნავენ კომპანიაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო