მაია ცქიტიშვილი - არც მატერიალური რესურსის პრობლემა გვაქვს, არც ტექნიკის და არც კონტრაქტორების, მაგრამ ჩაწყვეტილი გზების რამდენიმე მონაკვეთთან ჯერ ფიზიკურად ვერ მივდივართ

ორდღიანი სამუშაოების შედეგად, დროებითი შემოვლითი გზების საშუალებით, ოთხ სოფელთან უკვე აღვადგინეთ კავშირი, ორშაბათისთვის ვგეგმავთ დამატებით ორ სოფელთან აღდგეს მიმოსვლა. სამწუხაროდ, გვრჩება რამდენიმე სოფელი, ეს არის დიდი და პატარა ღები, შოვი, გლოვა და ჭიორა, სადაც მიუხედავად იმისა, რომ არც მატერიალური რესურსის პრობლემა გვაქვს, არც ტექნიკის და არც კონტრაქტორების, ჩაწყვეტილი გზების მონაკვეთებამდე ჯერ ფიზიკურად ვერ მივდივართ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრთან ერთად, რაჭაში, სტიქიისგან დაზარალებულ ზონაში იმყოფება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ვარაუდით, დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება ხუთ დასახლებასთან საავტომობილო კავშირის აღდგენას, მანამდე კი მუშაობა გაგრძელდება ყველგან, სადაც შიდა საუბნო გზებისა და წყალგაყვანილობის სიტემების რეაბილიტაციაა საჭირო.

„ინტენსიური სამუშაოების შედეგად ავარიულ რეჟიმში შევძელით ონის წყალმომარაგების აღდგენა. ბუნებრივია, გზებზე ჩაწყვეტილი მონაკვეთების რეაბილიტაციის შემდეგ, შეუფერხებლად მოხდება წყლის მიწოდება. აუცილებლობის შემთხვევაში, ვერტმფრენებით ვემსახურებით ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს. პარალელურად, მუშაობენ სპეციალისტები და გეოლოგების დასკვნის მიხედვით, გადაწყდება რამდენიმე სახლის საკითხი, რომელთა სიახლოვეს წყლის ნაკადი გადის. შესაძლოა საჭირო იყოს ამ სახლების გამაგრება ან რამდენიმე ოჯახის გასახლება სამომავლო რისკების თავიდან აცილების მიზნით,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა