NASA-მ მარსზე ახალი თაობის აპარატი გაუშვა, რომელიც წითელ პლანეტაზე შესაძლო სიცოცხლის კვალს შეისწავლის

NASA-მ მარსზე ახალი თაობის თვითმავალი აპარატი გაუშვა. აპარატი სახელად „Perseverance“ ფლორიდის შტატში კანავერალის კონცხზე მდებარე კოსმოსური კვლევის ცენტრიდან რაკეტა Atlas 5-ის საშუალებით გაუშვეს.

„როიტერის“ ინფორმაციით, მისიის ღირებულება 2.4 მილიარდი აშშ დოლარია და თვითმავალი აპარატი მარსზე წარსულში პოტენციური სიცოცხლის კვალს შეისწავლის.

ახალი თაობის აპარატი „Perseverance“ ავტომობილის ზომის 6 ბორბალზე მავალი სამეცნიერო რობოტია. როგორც დაგეგმილია, ის ასევე მარსზე მინი ვერტმფრენს განათავსებს, რომელიც წითელ პლანეტაზე, პირველად, სატესტო ფრენებს განახორციელებს.

მოსალოდნელია, რომ აპარატი მარსს მომავალი წლის თებერვალში მიაღწევს. ეს NASA-ს ავტორობით, მარსის ზედაპირზე მეცხრე მოგზაურობაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა