გიორგი ვაშაძე - ჩემი ცხოვრების მიზანია ქვეყანაში არ იყოს არც ერთი მოშიმშილე ბავშვი

ჩემი ცხოვრების მიზანია ქვეყანაში არ იყოს არც ერთი მოშიმშილე ბავშვი და სარჩოს ნაგავში არავინ ეძებდეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, სადაც მათ მიერ შემუშავებულ გეგმებზე ისაუბრა.

ვაშაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ წარმოდგენილი გეგმის განხორციელების შედეგად, საქართველოში არც ერთი მშიერი ბავშვი აღარ იქნება.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განცხადებით, პოლიტიკური პლატფორმა, გზას გაუხსნის ყველა თაობის პროფესიონალს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და საზოგადოებას ორი არჩევანი აქვს - აღმშენებლობასა და დამსხვრეული ოცნებების პარტიას შორის.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ არის იმ ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს იმ უმძიმესი პრობლემების გადაჭრას, რომელშიც დამსხვრეული ოცნებების პარტიის მმართველობამ შეგვიყვანა.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ეს არის წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე შექმნილი საქართველოს განვითარების გეგმა.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ არის ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად შემუშავებული და ქართულ რეალობაზე მორგებული, თანამედროვე განვითარების მოდელი, რომლის ანალოგი არც ერთ სხვა ქართულ პოლიტიკურ პარტიას თუ ჯგუფს დღემდე არ აქვს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ განხორციელების შემდეგ, პირობას გაძლევთ, რომ საქართველოში აღარ იქნება არც ერთი მშიერი ბავშვი და აღარავინ მოძებნის ლუკმა პურს ნაგავსაყრელზე.

ეს არის სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიო განვითარების თანამედროვე ტენდენციებს და აქვს ამბიცია, საქართველო აქციოს რეგიონის ლიდერ სახელმწიფოდ.

„სტრატეგია აღმაშენებელი’’ ეს არის პოლიტიკური პლატფორმა, რომელიც გზას უხსნის ყველა თაობის პროფესიონალს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. ჩვენ გვაქვს მარტივი არჩევანი: აღმშენებლობა ან დამსხვრეული ოცნებების პარტია", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა