ევროკავშირი ფერმერების წარმატების ისტორიების შესახებ კამპანიას იწყებს

საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია ჩართული, შესაბამისად, ამ სფეროში ნებისმიერი წინსვლა დიდი შედეგის მომტანია. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშრის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.

გასულ წელს, ENPARD–ის პროგრამის ახალი ფაზის ფარგლებში, ევროკავშირმა და FAO-მ საქართველოში სოფლის მეურნეობის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა და მთავრობის სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა აქტიურად დაიწყეს.

წლევანდელი მოსავალით შედეგები უკვე სახეზეა: ფერმერებმა მოსავლიანობის 40%-ით გაზრდა და წარმოების ღირებულების 30%-მდე შემცირება, და მასთან, სხვადასხვა გამოწვევებთან, მაგალითად გვალვასთან გამკლავება შეძლეს. ასევე, ახალი კულტურები, როგორიცაა ტკბილი სიმინდი და ბროკოლი, მოიყვანეს.

„ჩვენ ვიწყებთ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ამ ფერმერებიდან ხუთი მათგანის წარმატების ისტორიას გაგაცნობთ. სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაში ცვლილებების შეტანა სპეციალურ აღჭურვილობას საჭიროებს, მაგრამ მთავარი მაინც ახალი მიდგომებია - გარემოსთან მეგობრული, და სწორად დაგეგმილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა. ეს არ ეხება მხოლოდ მეურნეობას - ჩვენ ასევე ვმუშაობთ, რომ ფერმერებს მიღებული პროდუქციის რეალიზაციაში დავეხმაროთ.

ჩვენი მიზანია, საქართველოში მოსავალი უფრო ბარაქიანი გავხადოთ.

ფერმერთა მხარდამჭერი პროგრამის და წარმატების ისტორიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ კამპანიის ვებგვერდი და Facebook გვერდი.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა