ანონსი 31 ივლისი

31 ივლისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ ევროპის საბჭო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით, გამართავს სამუშაო შეხვედრას რეგიონული მედიის წარმომადგენლებისათვის თემაზე „მედია რეგულაციები საარჩევნო პროცესის დროს - საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები“.

მის: ბათუმი, რუსთაველის ქ. #40

საკონტაქტო: ვიქტორია კოპლატაძე - 577 767515

31 ივლისს, 11.00 საათზე, ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართება.

თემა: მთავრობის დადგენილება სტუდენტური დაფინანსების შესახებ

მის: ჭავჭავაძის 11 ა

საკონტაქტო : მაკუნა ჟვანია 599 43 43 08.

31 ივლისს, 11:00 საათზე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი „თბილისი მარიოტში“ კვლევის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - კომპეტენციათა დუბლირება და პარალელური საგამოძიებო სისტემები“ პრეზენტაციას გამართავს.

მის: რუსთაველის გამზ.13

31 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2020 წლის ივნისი.

მის: ც.დადიანის #30

31 ივლისს, 11:00 საათზე, ადვოკატი ემზარ საბანაძე და დაკავებულ გიორგი შაურიძის დედა თინათინ კირვალიძე „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: 12 - წლიანი უკანონო პატიმრობა და გაჭიანურებული ხელახალი გამოძიება. გაყალბებული მტკიცებულებები, გამქრალი ვიდეოჩანაწერი და გაყალბებული ექსპერტიზა გიორგი შაურიძის საქმეში.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

31 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" ენერგეტიკული საკონსულტაციო კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფი“, „განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციასთან“ ერთად კვლევას "როგორ მიმდინარეობს ადგილობრივი განახლებადი ენერგეტიკული რესურსების განვითარება, როგორია მისი ეკონომიკური გავლენა და რა როლი აქვთ აღნიშნულ რესურსებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში?" წარადგენს.ღონისძიებას დაესწრებიან ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები საჯარო და კერძო სექტორიდან.

მის: თავისუფლების მოედანი 4

31 ივლისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგი დავით ბუიშვილი და მაშველი რატი მამუკაშვილი განცხადებას გააკეთებენ.

თემა: ცხელი ზაფხული და ქვეწარმავლების გავრცელება - რა მდგომარეობაა დედაქალაქში? არის თუ არა განგაშის საფუძველი? თბილისშიც არის, თუ არა შემთხვევები, როცა გველს მოქალაქეები სახლში პოულობენ? რეკომენდაციები - რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, თუ გველს დაინახავს, ან ქვეწარმავალი უკბენს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის" გვერდით) .

საკონტაქტო: 593 53 45 24

31 ივლისს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში „ქართველ ნაციონალისტთა ერთობის" სპიკერი, გია მამალაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: არჩევნებში მონაწილეობის საკითხი და წინასაარჩევნო მიმართვა ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლებისადმი.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის" გვერდით) .

საკონტაქტო: 593 53 45 24

31 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში 2019-2020 წწ. სპორტის მენეჯმენტის კურსების წარმატებული მონაწილეებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართება.

მის: მაჩაბლის 11

საკონტაქტო: თეონა ომანაძე - 599 58 00 01

31 ივლისს, 12:45 საათზე, თბილისის ეროვნული პარკში, საბადურის ტყის მონაკვეთზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობის, გერმანიის მთავრობის და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით, მსოფლიო რეინჯერთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გახსნის. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე დასაქმებული რეინჯერები.

31 ივლისს, 13.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და სხვა ლიდერები სამტრედიაში რაიონული ორგანიზაციის ოფისს გახსნიან, შემდეგ კი სამტრედიის ცენტრალურ პარკში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან.

31 ივლისს, 13:00 საათზე, მპგ "არჩევანი სამშობლოსათვის" ცესკოში ჩააბარებს ხელმოწერებს.

საქონტაქტო: 599939563

31 ივლისს, 14:00 საათზე,ზუგდიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი შენობა და ავტომობილები გადაეცემა. ღონისძიებას დაესწრება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე.

მის: ზუგდიდი, გამსახურდიას მე-2 შესახვევი.

საკონტაქტო: თაკო სარიშვილი - 557546454

31 ივლისს, 14:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის თავმჯდომარეობით, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, არასრულწლოვნის კვიპროსის რესპუბლიკაში შესაძლო დაბრუნების ან საქართველოში საცხოვრებლად დარჩენის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

მის: გრ. რობაქიძის გამზ. 7ა

საკონტაქტო: 599 291202

31 ივლისს, 14:30 საათზე, გიორგი ხაინდრავა „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

31 ივლისს, 15:00 საათზე "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე გარემოვაჭრეებს შეხვდება.

თემა: ფასების ზრდა და ინფლაცია

მის: ნავთლუღის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია

31 ივლისს, 16:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ პანელური დისკუსია გაიმართება, თემაზე: „საქართველოს ევროპული არჩევანი და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია“. ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გახსნიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური და USAID/Georgia-ს რეგიონული კონტრაქტ - ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე დებორა პერლმანი.

31 ივლისს, 19:00 საათზე, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი გახსნის ღონისძიებას, რომელზეც მხატვარი მამუკა ცეცხლაძე და 10 წლის მუსიკოსი ცოტნე ზედგენიძე კარანტინში შექმნილ ნამუშევრებს წარმოადგენენ. ღონისძიებას დაესწრებიან ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

(მედიის წარმომადგენლები ღონისძიებაზე უნდა გამოცხადდნენ 18:00 საათზე)

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი