14.07.2025 / 09:02
31 ივლისიდან წყნეთის ღია ამფითეატრი ახალი თაობის ვირტუოზების სამდღიან ფესტივალს უმასპიძლებს

საჩუქარი 60 წელს გადაცილებულ მუსიკის მოყვარულებს! - ხვალიდან წყნეთის ღია ამფითეატრი ახალი თაობის ვირტუოზების სამდღიან ფესტივალს უმასპიძლებს. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, მაყურებლის წინაშე წარსდგებიან საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატები პიანისტი გიორგი გიგაშვილი, ალტისტი გიორგი მარდალეიშვილი, მევიოლინე ანნა ჭანია და ფლეიტისტი ნანუკა გოლიაძე.

31 ივლისს პირველ საფესტივალო კონცერტზე კომპანია Gulf Georgia-ს და თბილისის მერიის მხარდაჭერით 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ვინც რამდენიმე თვე კარანტინში გაატარა, დასწრება და მგზავრობა უფასო იქნება.

ავტობუსი მოწვეულ სტუმრებს დაელოდება ბაგებში 18:45 საათზე, რესტორან „წისქვილთან“, ილია ჭავჭავაძის გამზირი #75.

ხელოვანთა გაერთიანება „კონცეპტArt” 17 ივლისიდან მუსიკის ცოცხალ შესრულებასა და საყვარელ არტისტებს მონატრებულებს წყნეთის ღია ამფითეატრში „უღრან ტყეში“ მასპინძლობს.

პროექტი 10 სხვადასხვა ჟანრის საღამოსგან შედგება, რომელთა უმეტესობა გახლავთ პრემიერა. მონაწილეობს 50-მდე არტისტი, მათ შორის ნიკოლოზ რაჭველი, ზვიად ბოლქვაძე, გიორგი ცაგარელი, ვალერიან შიუკაშვილი, ერეკლე დეისაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, რატი ამაღლობელი, ლიზი რამიშვილი, პაპუნა შარიქაძე, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, ოთო ჯორჯიკია, მარიამ როინიშვილი, სანდრო გეგეჭკორი, მარიამ ჯანჯღავა, სანდრო ნებიერიძე და სხვა.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის პატრონაჟით.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა