აჭარის ტელევიზიასთან ტელეკომპანიის თანამშრომელთა ნაწილი აქციას მართავს და შენობაში შესვლას ითხოვს

აჭარის ტელევიზიის შენობასთან ტელეკომპანიის თანამშრომელთა ნაწილი აქციას მართავს და შენობაში შესვლას ითხოვს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, არხის ხელმძღვანელობამ სამი თანამშრომელი შემოქმედებითი სამსახურის, შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი გიორგი მურვანიძე, ასევე შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი ბაჩო გურაბანიძე და მემონტაჟე გუგა ქადიძე სამსახურიდან უსამართლოდ გაათავისუფლა.

მათი თქმით, ისინი არ ეგუებიან ახალი მენეჯმენტის პარტიულ დღის წესრიგს, ასევე გადაცემა „ჰეშთეგმა“ პროტესტის ნიშნად ეთერი შეწყვიტა და სოლიდარობა გამოუცხადა კოლეგებს. მათ კოლეგების გათავისუფლების შესახებ პირდაპირ ეთერში ისაუბრეს, ეს ის თანამშრომლები არიან, რომლებმაც ტელევიზიაში ალტერნატიული პროფკავშირები შექმნეს.

"2007 წლიდან ვარ ამ ტელევიზიაში და აი, ამით დააფასა ჩემი გაღებული დრო, ენერგია, ჯანმრთელობა. დღეს მომცეს გათავისუფლების ფურცელი. ამით დამიფასა მაუწყებელმა აქ მუშაობა, ამ ხნის განმავლობაში. ერთი საყვედურიც არ მიმიღია. ათობით პროექტის ავტორი ვარ ამ ტელევიზიაში“, - აცხადებს გიორგი მურვანიძე.

ერთ-ერთი გათავისუფლებული თანამშრომელი კი ამბობს, რომ გათავისუფლების ქვეტექსტებზე მალე ისაუბრებენ.

"ჩემი გათავისუფლების საფუძველი გახდა ერთი თვის წინ მომხდარი უმნიშვნელო ინციდენტი, რომელიც მოხდა აივანზე ჩემსა და ჩემს მეგობარს შორის. ინციდენტი დასრულდა მშვიდობიანად. შიდა წარმოება დაიწყო. ორწუთიანი ინციდენტი იყო, რომელიც ხშირად ხდება ხოლმე. არასასურველია, რა თქმა უნდა, როცა მაუწყებლის შენობაში ხდება მსგავსი რაღაც, მაგრამ ისეთი განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რომ, ვთქვათ, ასეთი მკაცრი დასჯის ობიექტები გავმხდარიყავით. ჩვენს გათავისუფლებას სხვა ქვეტექსტები აქვს და ამაზე ვისაუბრებთ ძალიან მალე",- განაცხადა ბაჩო გურაბანიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს