აშშ-ის ელჩი - ძალიან ბევრმა ქვეყანამ აღიარა საქართველოს წარმატება  კოვიდ-19-ის კრიზისისას

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატება ბევრმა ქვეყანამ აღიარა. მისი თქმით, ახლა მთავარი საკითხი ეკონომიკური გამოწვევაა და ხელისუფლება ცდილობს სწრაფად გახსნას ეკონომიკა.

"ძალიან ბევრმა ქვეყანამ აღიარა საქართველოს წარმატება, ძალიან პასუხისმგებლიანი და ეფექტური მართვა კოვიდ 19-ის კრიზისისა.

ასევე ჩვენ ვაფასებთ ქართული საზოგადოების რეაქციას და გაგებით დამოკიდებულებას მთავრობის მოთხოვნებთან დაკავშირებით. ახლა რჩება მთავარი გამოწვევა, ეკონომიკური გამოწვევა და ვხედავ, რომ მთავრობა ამას პასუხისმგებლობით უდგება და ცდილობს სწრაფად მოხდეს ეკონომიკის გამოცოცხლება", - განაცხადა დეგნანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა