ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი - ახალგაზრდები არ არიან უძლეველები, ისინიც შეიძლება,  დაინფიცირდნენ, დაიღუპონ და ვირუსი სხვას გადასდონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელის განმარტებით, ზოგიერთ ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ ახალგაზრდებმა სიფრთხილე მოადუნეს.

„მონაცემები მოწმობს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში შემთხვევების მკვეთრი მატება ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის განმავლობაში ახალგაზრდებმა სიფრთხილე მოადუნეს. ჩვენ ეს ადრე ვთქვით და ახლაც ვიმეორებთ - ახალგაზრდები არ არიან უძლეველები, ახალგაზრდებიც შეიძლება დაინფიცირდნენ, ახალგაზრდებიც შეიძლება დაიღუპონ და ახალგაზრდებმაც შეიძლება ვირუსი სხვებს გადასდონ. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებმაც, როგორც სხვა ყველამ, უნდა მიიღონ იგივე სიფრთხილის ზომები, რათა დაიცვან საკუთარი თავი და სხვები“, - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა ჰანს კლუგემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ახალგაზრდებში ინფიცირების შემთხვევების ზრდა, შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების ბოლოდროინდელი მატების განმსაზღვრელი იყოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა