"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ინფორმაციით, ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესა და ანზორ ბოლქვაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ხულოს მერიის შენობაში საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესა და ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თამაზ აბაშიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხულოს ორგანიზაციის წევრმა ირაკლი ჯორბენაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ინცინდენტის დროს თამაზ აბაშიძე მძიმედ დაშავდა და იგი კლინიკაშია გადაყვანილი.

მისივე თქმით, დაპირისპირების მიზეზი, ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარად წარდგენა დასახელდა.

"დღეს ხულოს მუნიციპალიტეტში ალპური ბოტანიკური ბაღი გაიხსნა, ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე ესწრებოდა.ასევე, ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ აბაშიძეც იმყოფებოდა, სადაც ინციდენტი დაიწყო. ამ საკითხის მოგვარების მიზნით, ხულოს მერის ვახტანგ ბერიძის კაბინეტში შეიკრიბნენ, ინციდენტი თამაზ აბაშიძესა და ანზორ ბოლქვაძეს შორის ჩხუბში გადაიზარდა. ინცინდენტის მიზეზი იყო ის, რომ თამაზ აბაშიძე წინააღმდეგია ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელების. თქვენ კარგად იცით, რომ ანზორ ბოლქვაძე 2008-2012 წლებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი იყო. ახლა თამაზ აბაშიძე კლინიკაშია გადაყვანილი, მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. ასევე დაზიანება ანზორ ბოლქვაძესაც აქვს მიღებული, იგი სიტუაციას სამართალდამცავებმა განარიდეს. ფაქტის გამო, ხულოს ცენტრში სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული ", - განაცხადა ირაკლი ჯორბენაძემ.

თავად ანზორ ბოლქვაძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვებს არ უპასუხა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა