ბათუმში მუსლიმმა მრევლმა ყურბან ბაირამი აღნიშნა

ბათუმში, მუსლიმმა მრევლმა ყურბან ბაირამი აღნიშნა. მორწმუნეებმა და საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ ბათუმის მეჩეთში ლოცვა აღავლინეს და ტრადიციისამებრ ამ დღესთან დაკავშირებით მსხვერპლად შინაური ცხოველები შეწირეს. მორწმუნეების თქმით, ხორცს შეჭირვებულებს დაურიგებენ, ნაწილს კი ოჯახში იტოვებენ.

ამ დღესთან დაკავშირებით მუსლიმი მორწმუნეები სხვადასხვა ტკბილეულს ამზადებენ და მიცვალებულთა სასაფლაოზე მიდიან.

მუსლიმებს ყურბან-ბაირამი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს