ბოლნისის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ამოქმედდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „გიო“ ახალი სამაცივრო მეურნეობა სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ამოქმედდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში, ჯამურად, 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 510,000 ლარი გრანტია, ხოლო 500,000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.

მათი ინფორმაციით, სამაცივრე მეურნეობაში 800-მდე ტონამდე ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი.

კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.

კოოპერაციულ საწარმოში 50-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, ქვემო ქართლის მხარის რწმუნებულის მოადგილესთან, კახა კობერიძესთან ერთად ახალ საწარმოში იმყოფებოდა.

„კოოპერაციულ საწარმოში ინვესტირებული თანხა 1 მლნ ლარს აჭარბებს. სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შეღავათიანი აგროკრედიტს და გრანტს გულისხმობს, ქმნის რეალურ შესაძლებლობას ასეთი პროექტების განხორციელებისათვის“, - განაცხადა ილია თამარაშვილმა.

„ქვემო ქართლის მხარის რწმუნებულის მოადგილის, კახა კობერიძის განცხადებით, რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი საწარმოების არსებობა.

2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში 27 ახალი საწარმო დაფინანსდა. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს