გიდები, ტუროპერატორები და ჟურნალისტები მთიან აჭარაში იმოგზაურებენ

აჭარაში გიდების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტებისთვის პრეს-ინფოტურები იწყება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიან აჭარაში არსებული ახალი ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით გასვლით ტურებს აგვისტოდან დაიწყებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

კინტრიშის ხეობა, ტბიყელი, ჯვარიმინდორი, კაპნისთავი, ლელთის ტბა, ჩირუხი, შუამთის ტბები, ღორჯომი, უჩხო და ნამეფვარი იმ ტურისტულ ადგილებს შორისაა, სადაც ინფოტურის მონაწილეები იმოგზაურებენ და იქ არსებულ ტურისტულ პროდუქტებს გაეცნობიან. გარდა ამისა, საველე გასვლებისას ისინი იმ საოჯახო-სასტუმრო სახლებსა და მარნებს დაათვალიერებენ, რომელთა მარკირებაც წელს ხორციელდება.

მათივე ცნობით, შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და ახალი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ახალი პროექტის ფარგლებში ცნობილი ქართველი ბლოგერები და ინფლუენსერი მთიან აჭარაში მოგზაურობენ. მალე პროექტში უკვე ფოტოგრაფები და კულინარებიც ჩაერთვებიან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გასულ წელს, რეგიონში 500-მდე უცხოელმა და ქართველმა ჟურნალისტმა, ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელმა და გიდმა იმოგზაურა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა