ნათია თურნავამ და მიხეილ შალამბერიძემ სოფელ ახალ სვირში ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს

მიმდინარე წლის 30 ივლისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ შალამბერიძემ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სვირში ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს და მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერრპრესნიუსს“ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ "სოკარ ჯორჯია გაზისა" და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. პროექტის ფარგლებში აშენდა 10 175 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც 147 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას აძლევს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშაოები დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისმა ღირებულებამ 167 368 ლარი შეადგინა.

მინისტრმა თანმხლებ პირებთან ერთად, ასევე მოინახულა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ შიმშილაქედში აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი. სოფელ შიმშილაქედთან ერთად თერჯოლის მუნიციპალიტეტში დასრულებულია სოფელ სკანდეს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები. ჯამურად ორივე სოფელში აშენდა 17 328 გრძივი მეტრი გაზსადენი და 254 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშაოები დაახლოებით სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისმა ღირებულებამ 431 459 ლარი შეადგინა.

კომპანიის ინფორმაციით, სოფელ შიმშილაქედში მცხოვრები მელანო ქუტიძისა და სოფელ ახალ სვირში მცხოვრები ინგა ბასილაძის ოჯახებში ბუნებრივი გაზის გაზქურები პირველად აინთო.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმის ფარგლებში, იმერეთის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტში: ბაღდათში,ხარაგაულში, ვანში,საჩხერეში, ტყიბულში, ზესტაფონსა და თერჯოლაში 26 სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. ჯამურად აშენდა 374 408 გრძივი მეტრი გაზსადენი და 4819 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.

ამჟამად, მიმდინარეობს 2 მუნიციპალიტეტის ჭიათურისა და ვანის 5 სოფლის: ბიღას, გადიდის, ონჯოხეთის, საპრასიას, რომანეთის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები, რაც 792 აბონენტს მისცემს საშუალებას ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.

სამწლიანი გეგმით, იმერეთის რეგიონის 10 მუნიციპალიტეტის 66 სოფლის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებია გათვალისწინებული.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს