ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულმა პროკურორს ლაწირაკი უწოდა, რის გამოც მოსამართლემ დარბაზი დაატოვებინა

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულ ირაკლი ღლონტს სასამართლო სხდომის დარბაზი პროკურორისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო დაატოვებინეს.

„სასამართლოს განკარგულებით, ბრალდებული ირაკლი ღლონტი ტოვებს სასამართლო სხდომის დარბაზს პროკურორისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო",- განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა.

ირაკლი ღლონტმა, სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას პროკურორს ლაწირაკი უწოდა. მან გააპროტესტა პროკურორის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ირაკლი ღლონტს ქალაქიდან გასვლის მცდელობა ჰქონდა, რაც ირაკლი ღლონტმა გააპროტესტა.

„ლაწირაკი, პატარა ბავშვი ეს", - განაცხადა ირაკლი ღლონტმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარების ფაქტზე, ირაკლი ღლონტს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ივლისს, ქ.თბილისში, წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი.ღ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ლ.ს.-ს მიმართულებით, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა საბრძოლო მასალა.

სამართალდამცველებმა ი.ღ. 2020 წლის 29 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რას სასჯელის სახედ და ზომად 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა