სავაჭრო პალატის ბიზნეს კვლევების სახლი საქართველოში საზღვაო ინდუსტრიის სრულმასშტაბიან კვლევას იწყებს

სავაჭრო პალატის ბიზნეს კვლევების სახლი საქართველოში საზღვაო ინდუსტრიის სრულმასშტაბიან კვლევას იწყებს. სავაჭრო პალატის ინფორმაციით, პალატის მიერ დაფუძნებული ბიზნეს კვლევების სახლის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი, ამავე ცენტრის მკვლევარებთან ერთად ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს თამარ იოსელიანს შეხვდა, სადაც კვლევის ფარგლებში დასახული მიზნები შეაჯერეს და თანამშრომლობის ფარგლები განსაზღვრეს.

ბიზნეს კვლევების სახლის ხელმძღვანელის თქმით, კვლევის მიზანს არსებული ვითარების შეფასება და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის დარგის განვითარების სამომავლო პრიორიტეტების გამოკვეთა წარმოადგენს.

,,მაქსიმალურად ვეცდებით კვლევა ყოვლისმომცველი იყოს და ინდუსტრიის ყველა მიმართულება დავფაროთ. ვხედავთ, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის პოტენციალის გამოყენება. მოხარულები ვართ, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო დადებითად შეხვდა ჩვენს ინიციატივას და დახმარებისა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა“, - განაცხადა შეხვედრის დაწყებისას გიორგი აბაშიშვილმა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი მიესალმა ბიზნეს კვლევების სახლის ინიციატივას საზღვაო ინდუსტრიის მრავალმხრივი და სრულმასშტაბიანი კვლევის ჩატარების თაობაზე.

„სააგენტოს სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიმართულებით გაკეთებულია აქვს შიდა კვლევები, პერმანენტულად ცალკეული მიმართულებები, პორტები, საზღვაო სასწავლებლები, გადიან საერთაშორისო აუდიტებსაც, რაც ინდუსტრიის სწორად მართვის შესაძლებლობას გვაძლევს, თუმცა სრულ მასშტაბიანი კვლევა საზღვაო სივრცეში, რომელიც ყველა მიმართულებას გამოიკვლევს და არსებული მდგომარეობის შეფასებას დადებს ჯერ არ ჩატარებულა. ჩვენის მხრივ, მზად ვართ ყველანაირად შევუწყოთ ხელი ბიზნეს კვლევების ცენტრს ამ ინიციატივის წარმატებით განხორციელებაში. ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო სექტორიდან დანახული ინდუსტრია და კვალიფიციური სპეციალისტების მიერ დადებული კვლევის შედეგები მნიშვნელოვნად შეგვიწყობს ხელს მომავალი საქმიანობის კიდევ უფრო კარგად დაგეგმვაში და საბოლოოდ დარგის განვითარებაში, ამიტომ დიდი ინტერესით ველოდებით შედეგებს“,- განაცხადა თამარ იოსელიანმა.

სავაჭრო პალატის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის, პოტენციალსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. ბიზნეს კვლევების სახლის ინიციატივით საქართველოს საზღვაო ინდუსტრიის მრავალმხრივი და სრულმასშტაბიანი კვლევის ჩატარება იგეგმება. კვლევის მიზანს არსებული ვითარების შეფასება და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის დარგის განვითარების სამომავლო პრიორიტეტების გამოკვეთა წარმოადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა