ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - Startup World Cup-ის რეგიონალური ღონისძიების საქართველოში გამართვა კიდევ ერთი აღიარებაა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველად საქართველოში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სტარტაპ-შეჯიბრის - Startup World Cup - ის რეგიონალური ღონისძიება Black Sea and Beyond Regional Competition გაიმართა, რომელსაც Startup Connect, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და „თიბისი ბანკის“ პროგრამა „სტარტაპერთან“ ერთად უმასპინძლა.

უწყების ცნობით, ფინალური კონკურსი 30 ივლისს ტექნოპარკში გაიმართა და მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი დაესწრო. Startup World Cup მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური შეჯიბრია სტარტაპებისთვის, რომლის საპრიზო ფონდი 1.000.000$ შეადგენს. ფინალისთვის შესარჩევი შეჯიბრი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. საქართველო შავი ზღვის შემოგარენში 10-მდე ქვეყანას გააერთიანებს და რეგიონის გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც ფინალზე კალიფორნიაში გაემგზავრება და იბრძოლებს მთავარი პრიზისთვის.

„განაცხადები შემოვიდა 12 ქვეყნიდან, ფინალური ეტაპისთვის შეირჩა 10, საიდანაც 4 ქართული სტარტაპია და საერთაშორისო ჟიური შეარჩევს გამარჯვებულს. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიების საქართველოში გამართვა, ვინაიდან ეს კიდევ ერთი აღიარებაა, რომ ჩვენს ქვეყანაში სტარტაპ-ეკოსისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი, განვითარებული და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი მიმართულება“ ,- განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისი თქმით, ამ მხარდაჭერის დასტურია მთელი რიგი პროგრამები, რომლებიც, მათ შორის, ძირითადად, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ეგიდით ხორციელდება წლების განმავლობაში.

„კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამების პარტნიორები, სახელმწიფოსთან ერთად, არიან საერთაშორისო დონეზე აღიარებული უდიდეს სტარტაპ-ბიზნესში ჩართული კომპანიები, მაგალითად, ისეთი, როგორც არის 500 Startups. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქსელერატორი მსოფლიოში და მისი მონაწილეობა საქართველოში განხორციელებულ სტარტაპ-ეკოსისტემის მხარდაჭერის პროგრამებში, რა თქმა უნდა, იმის აღიარება, რომ ამ მიმართულების ხელშეწყობა-განვითარება სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მაღალ დონეზე ხდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის, ავთანდილ კასრაძის განცხადებით, ღონისძიების მიზანია საქართველოსა და რეგიონში სტარტაპების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა. მისი შეფასებით, იგი ქმნის უნიკალურ პლატფორმას ყველა ინოვაციური და კრეატიული სტარტაპისთვის, მოიპოვონ დაფინანსება და გახდნენ წარმატებულნი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა