მთიანი აჭარა ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა დაათვალიერეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული შიდა ტურიზმის სტიმულირების პროექტის ფარგლებში, კინტრიშის, მტირალასა და მაჭახელას ეროვნული პარკები, სოფლები: შუამთა, გულები, მეძიბნასა და მერისის ჩანჩქერები ცნობილმა ქართველმა ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა დაათვალიერეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ბლოგერებისა და ინფლუენსერების პოსტებს სოციალურ ქსელებში პოზიტიური გამოხმაურებები მოჰყვა, სადაც ისინი ათასობით გამომწერს საკუთარ შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს უზიარებენ.

„პროექტის ფარგლებში საქართველოში 7 აქტიური ბლოგერი და ინფლუენსერია შერჩეული, რომლებიც რეგიონში 3 აგვისტომდე იმოგზაურებენ. დღეს, ისინი ჭვანას ხეობაში ლელთის ტბასა და ხაბელაშვილების ხიდს დაათვალიერებენ, რის შემდეგაც ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ მარშრუტზე გააგრძელებენ მოგზაურობას. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბლოგერების შემდეგ პროექტში ფოტოგრაფების, კულინარებისა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ჩართვას გეგმავს. პროექტის ფარგლებში ასევე, განახლდება აჭარის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების ამსხველი ფოტო-ვიდეო ბაზა. მთიანი აჭარის ახალი ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით დეპარტამენტი ინფოტურებს გიდებისთვის, ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებისთვისაც გეგმავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა