მესტიის სოფელ იდლიანის მცხოვრებლები აქციას მართავენ

მესტიის სოფელ იდლიანის მცხოვრებლები აქციას მართავენ. ისინი ხიდის რეაბილიტაციას ითხოვენ, რომელიც მოსახლეობას ცენტრალურ გზასთან აკავშირებს. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ავთანდილ კვანჭიანმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აღნიშნული პრობლემა მათ უკვე წლებია აწუხებთ.

აქციის მონაწილეებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს. ისინი ამბობენ, რომ მანამ არ დაიშლებიან, ვიდრე სანამ ხელისუფლების წარმომადგენლები ყურადღებას არ მიაქცევენ.

„წლებია მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ცენტრამდე მისასვლელ გზამდე შემოვლით გადის. ამ ხიდის უქონლობის გამო რვა კილომეტრს გავდივართ, მაშინ როდესაც ცენტრალურ გზამდე ერთ კილომეტრში ვართ. პრობლემები ექმნებათ სკოლის მოსწავლეებს, ზამთარში შეუძლებელია გადაადგილება და სამედიცინო დახმარება რომ დაგვჭირდეს, სასწრაფო ვერ მოდის. წლებია ამას ვითხოვთ, შედეგი მაინც არაა",- ამბობს ავთანდილ კვანჭიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა