3 აგვისტოს, თბილისი-ბათუმის რეისზე მგზავრებს დათო გორგილაძე და ნინია მაჭარაშვილი დაემგზავრებიან

3 აგვისტოს, თბილისი-ბათუმის რეისზე მგზავრებს დათო გორგილაძე და ნინია მაჭარაშვილი დაემგზავრებიან.

ამის შესახენ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ე.წ. გიდები მგზავრებს აჭარის ძველი თუ ახალი მარშრუტების შესახებ სხვადასხვა ისტორიას გააცნობენ.

„თუ ჯერ კიდევ არ იცით, სად არის ბათუმში პრინცესას აივანი, რა ისტორია აქვს ბათუმის თეატრს, რატომ უნდა მიხვიდეთ თევზის ბაზარში, როგორია ძმები ნობელების მუზეუმი - აუცილებლად დაემგზავრეთ თბილისი-ბათუმის მატარებელს. ეს ამბების არასრული ჩამონათვალია და გზა ბათუმამდე თავგადასავლებით იქნება სავსე. მნიშვნელოვანია მგზავრებმა გაითვალისწინონ, რომ მგზავრობის პროცესში იქნება გადაღების პროცესი. მათთვის ვინც ე.წ. გზამკვლევების რეისებზე ვერ მოხვდება, საქართველოს რკინიგზა საინფორმაციო ვიდეორგოლებს მოამზადებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა