ნათია თურნავა - ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნები სახეზეა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ივნისში საქართველოს ეკონომიკის 7.7%-იან ვარდნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნები სახეზეა.

„ყველა სირთულის მიუხედავად, ივნისის თვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება და ამის პირველი ნიშნები სახეზეა - ეკონომიკის ვარდნის ტემპი კლებულობს და ეკონომიკა თანდათან იწყებს გამოცოცხლებას“,- განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის დარგობრივ სტრუქტურაზე. მისი თქმით, 2020 წლის ივნისში სამთო-მომპოვებელმა სექტორმა პოზიტიური დინამიკა აჩვენა.

„წინა წლის ივნისთან შედარებით სექტორი გაზრდილია. ესეც მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია, რადგან ჩვენ, პანდემიის მიუხედავად, არ შეგვიზღუდავს ეს მნიშვნელოვანი სისტემა-შემქმნელი სექტორი და ამიტომაც ჩვენ პოზიტიური მაჩვენებლები მივიღეთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში პირველად გაიზარდა საწარმოთა რეგისტრაციის მაჩვენებელი: 2020 წლის ივნისში ქვეყანაში დარეგისტრირდა 4309 საწარმო, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 10.7%-ით აღემატება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, აღნიშნული რიცხვი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მთავრობის ანტიკრიზისულმა პოლიტიკამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო და ეკონომიკა თანდათან გადალახავს იმ უარყოფით გარემოს, რაც პანდემიით შეიქმნა.

ცნობისთვის, საქსტატის წინასწარი მონაცემებით ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა, პირველი 6 თვის განმავლობაში კი ეკონომიკის 5.8%-იანი ვარდნა შემცირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა