გაჩიანის მოსახლეობამ, საკარანტინო რეჟიმის მოხსნის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა

გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის შესასვლელთან გაჩიანის დასახლების მოსახლეობამ, საკარანტინო რეჟიმის მოხსნის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა.

ადგილობრივების განცხადებით, მათ არ სჯერათ, რომ ყარაჯალარში კორონავირუსით არიან ადამიანები ინფიცირებულები, ამიტომ სოფელი უნდა გაიხსნას, იმისათვის, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფლის ჩაკეტვის გამო, მათ სამუშაო ადგილები და შესაბამისად შემოსავალი დაკარგეს.

„300-400 ოჯახი სოფლის მეურნეობის პროდუქტით ვაჭრობს ბაზრებში და დღეს მშივრები არიან. გახსნან სოფელი, რომ ვიმუშაოთ ან დაგვეხმაროს ეს მთავრობა. თოთხმეტი დღე როგორ დაველოდოთ, რა შევჭამოთ. მე ბაზარში ვმუშაობდი და ასე მუშაობდა დიდი ნაწილი“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ამასთან, აქციის მონაწილეების ნაწილი პირბადეების გარეშე იყო, ამიტომ მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირბადეები დაურიგეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.

ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სოფლის ჩაკეტვა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოხდა, იმისთვის, რომ მოსახლეობის გამოკვლევა, დაავადებულთა დროული გამოვლენა და შემდგომი მკურნალობა მოხდეს.

„აქ არანაირი რეკომენდაციები არ არის დაცული და ეს არის გავრცელების წყარო, ამის გაგება და ამის ახსნა გვინდა. საინკუბაციო ვადა არ არის გასული, ამას ყველაფერს თავისი მეთოდოლოგია აქვს, ეს არ არის ჩემგან მოგონილი. ითხოვენ სამუშაო ადგილებზე გასვლას და სოფლის გახსნას, რაც არ არის რეკომენდირებული“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

სოფელი ყარაჯალარი 24 ივლისს ჩაიკეტა და სკარანტინე რეჟიმი დაწესდა. სოფელში კორონავირუსით დღეისათვის 37 პირია ინფიცირებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა