არჩილ ჩიქოვანი - ბათუმის მცხოვრებლებმა და ქალაქის სტუმრებმა უნდა მიიღონ სრულყოფილი და თანამედროვე მუნიციპალური სერვისები სხვადასხვა მიმართულებით

ბათუმის მცხოვრებლებმა და ქალაქის სტუმრებმა უნდა მიიღონ სრულყოფილი და თანამედროვე მუნიციპალური სერვისები სხვადასხვა მიმართულებით, - ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა საკრებულოს სხდომაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„მინდა დავიწყო მოლოცვით, დღევანდელი დღე დიდი დღესასწაულია მუსლიმი მრევლისთვის. ვუსურვებ მათ რწმენის სიმტკიცესა და სიძლიერეს. პატივია წარვდგე თქვენ წინაშე ჩემი ამჟამინდელი პოზიციიდან. დიდი პასუხისმგებლობაა, იყო ჩართული იმ ქალაქის საჭირბოროტო საკითხების გადაჭრაში, სადაც დაიბადე და გაიზარდე. მოგვიწევს საკმაო შრომის გაწევა, 24 საათიან რეჟიმში მუშაობა და მზად ვართ, ვემსახუროთ ბათუმის მოსახლეობას. ჩვენთვის პრიორიტეტულია იმ მიმართულებების წამოწევა, რომელიც სამომავლოდ გაზრდის და განავითარებს ქალაქის შესაძლებლობებს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა.

„პროგრამები სრულ თანხვედრაში იქნება მოსახლეობის მოთხოვნილებებთან. რა თქმა უნდა, ამ ღონისძიებების გატარება თქვენი დახმარებითა და ჩართულობით იქნება შესაძლებელი. მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზია. ბათუმის მცხოვრებლებმა და ქალაქის სტუმრებმა უნდა მიიღონ სრულყოფილი და თანამედროვე მუნიციპალური სერვისები სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, ბუნებრივია, მზად ვართ, მოვისმინოთ თქვენი შეხედულებები და შეთავაზებები. მსოფლიო პანდემიის კვალდაკვალ, ჩვენი ქალაქი რიგი გამოწვევების წინაშე დადგა. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, განსაკუთრებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, მოქალაქეებს, იმისათვის, რომ შევინარჩუნეთ მწვანე ქალაქის სტატუსი და კვლავ ვრჩებით ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად. ამ ეტაპზე, სანამ საერთაშორისო ვიზიტორების მიღება დაიწყება, ჩვენ ორიენტირებულები ვართ შიდა ტურიზმის განვითარებაზე. ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ 50-მდე ქუჩის, მონაკვეთისა და ჩიხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხორციელდება წყალარინების სისტემისა და გზის სავალი ნაწილის მოწესრიგება. კონტრაქტორ კომპანიებთან შეთანხმებით დაჩქარდება სამუშაოების მიმდინარეობის ტემპები, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. დაახლოებით თვენახევარში დასრულდება მთელი რიგი სამუშაოები, რაც დისკომფორტს უქმნის ბათუმელებს და ჩამოსულ სტუმრებს”,- აღნიშნა ჩიქოვანმა.

არჩილ ჩიქოვანის თქმით, „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. ასევე, შენდება 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი. მისივე განმარტებით, გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქალაქის როგორც ცენტრალური, ასევე ნაკლებად განვითარებული ნაწილის მოწესრიგების მიმართულებით. ბიუჯეტის კორექტირების საკითხთან დაკავშირებით მერის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტის მზადების პროცესში პრინციპულ პარამეტრებზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმება მიღწეულია.

„განხორციელდება 10,3 მილიონი ლარის კაპიტალური ტრანსფერი. დასრულდება ყველა მიმდინარე პროექტი და დავიწყებთ ახალ მიმართულებებზე მუშაობას. ყველა პროექტი მორგებული იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისა და ჩამოსული სტუმრების საჭიროებებზე. კიდევ ერთხელ, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ის საერთაშორისო აღიარებები, რაც ტურისტული მიმართულებით გვაქვს, უნდა შევინარჩუნოთ”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას, ბათუმის მერია ავრცელებს.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო