მერაბ გაფრინდაშვილი - რაჭაში, სტიქიის ზონაში ამ ეტაპზე რაიმე საფრთხე არ გვემუქრება, მოსახლეობა და ჩვენც მშვიდად უნდა ვიყოთ

რაჭაში, სტიქიის ზონაში ამ ეტაპზე რაიმე საფრთხე არ გვემუქრება. შესაბამისად, მოსახლეობა და ჩვენც მშვიდად უნდა ვიყოთ, - გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა „ინტერპრესნიუსს" ონში განუცხადა.

მისივე განმარტებით, უწყებები ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ შესაბამის სამუშაოებს სტიქიის შედეგად მიყენებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.

„ჩვენი მხრიდან დღეს დილით, სტიქიის ზონის შემოვლის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა ის, ხომ არ იყო რაიმე საფრთხე. არცერთ შენაკადში არ დაფიქსირებულა წყლის შეგუბება, რომელმაც შესაძლოა, უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს გარემოსა და ინფრასტრუქტურაზე. ასევე მეწყრული ფერდობები დასტაბილურდა. მდინარის დონემ მნიშვნელოვნად იკლო", - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო