შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ლ.შ-ს ადვოკატი იმედოვნებს, რომ ბრალდებულები გათავისუფლდებიან

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის, ლ.შ-ს ადვოკატი ზაქრო გვიშიანი იმედოვნებს, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვლება და არასრულწლოვანი ბრალდებულები გათავისუფლდებიან.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლის აცილების საკითხი დააყენა, რადგან სწორედ იგივე მოსამართლემ მიიღო არასრულწლოვნების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება.

„დაცვის მხარემ შუამდგომლობა დავაყენეთ მოსამართლის აცილების საკითხზე, რადგან მან პირველი წარდგენის დროს იმსჯელა და ეს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, რაც იყო პატიმრობის გამოყენება არასრულწლოვნების საქმეზე. ამის შემდეგ განხილულ იქნა გადასინჯვის, ანუ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა რა დროსაც ბრალდების მხარის პოზიცია იყო, რომ თითქოსდა ისინი არ თანამშრომლობენ და ასევე გამოსაკვლევია მტკიცებულებები. რაც შეეხება თანამშრომლობას, იმ ფონზე, როდესაც არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესები ირღვევა, როდესაც უგულებელყოფილია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ყველა მოთხოვნა, როდესაც ყოველგვარი კომუნიკაცია აეკრძალა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ბრალდების მხარე ბრალდებულებს თანამშრომლობას სთხოვს, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია. ჩვენ მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ შერჩეული აღკვეთის ღონისძება, შეიცვლება და გათავისუფლდებიან არასრულწლოვანი ბრალდებულები“,-განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა