საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი თელავში იმყოფებოდნენ

დღეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი თელავის წითელი ჯვრის ფილიალის თანამშრომლებსა და მოხალისეებს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს თელავის ფილიალის COVID-19-ზე რეაგირების საქმიანობა, რის შემდეგაც ადგილობრივ ბენეფიციარებს სასურსათო და ჰიგიენური ამანათები გადასცეს.

„წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია და USAID აქტიურად ერთვება საქართველოს წითელი ჯვრის COVID-19-ზე რეაგირების საქმიანობებში. კორონავირუსის გავრცელების ეტაპზე USAID-ის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აგრძელებს ქვეყანაში სასურსათო და ჰიგიენური ამანათების დარიგებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ უკვე 100 000-ზე მეტი ამანათი დაარიგა ქვეყნის მასშტაბით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო