რუსთავის მერია - რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ავარიული საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთავის მერიის ინფორმაციით, რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ავარიული საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, ცხრა საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაციის მიზნით, აღნიშნულ დასახლებაში ორი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

ჭყონდიდელის დასახლებაში სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პირველ მოადგილესთან, ბესიკ ტოგონიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

„ საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის პროცესი უკვე დასრულდა რჩეულიშვილის #2ა, #4ა, ჯავახიშვილის #3ა, #5ა, ტოლსტოის #7ა და ბერიტაშვილის #6ა-ში. პროექტის ფარგლებში, ექვსი კორპუსის ფასადის გამაგრება-რეაბილიტაცია განხორციელდა, შეიცვალა კარ-ფანჯრები. პროექტი მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულება 238 437 ლარამდეა. სამუშაოები 20 მარტს დაიწყო და 28 ივლისს დასრულდა.

დასრულების ფაზაშია, ბარნოვის #5ა, გიორგაძის #28 და ჩაპაევის #3 საცხოვრებელი კორპუსების ფასადების გამაგრება-რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში, ბარნოვის #5ა და გიორგაძის #28-ში, საცხოვრებელი სახლების გამაგრება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს, გამოიცვალა კარ-ფანჯრები. ჩაპაევის #3-ში, გამაგრება-რეაბილიტაციისა და კარ-ფანჯრების გამოცვლის პარალელურად, მოეწყო აივნები. აღნიშნული პროექტის ღირებულება 273 263 ლარამდეა. სამუშაოები 25 მარტს დაიწყო და აგვისტოში დასრულდება.

გასულ წელს, ჭყონდიდელის დასახლებაში, 10 საცხოვრებელი კორპუსის ფასადის გამაგრება-რეაბილიტაცია განხორციელდა. კერძოდ, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გრანელის #7, #9 და #11-ს, გიორგაძის #8-ს, ჩეხოვის #6, #8, #8ა, #10, გრანელის #23 და #25-ს. ჯავახიშვილისა და გიორგაძის ქუჩებზე არსებული კიდევ ორი კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაცია იგეგმება”,-აღნიშნულია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს