ახალგაზრდობის სააგენტო, რეფორმის „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტს ეწვია და საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რეზო ჩარკვიანმა რეფორმის „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში, ბოლნისელ ახალგაზრდებთან და მერთან არსებული ახალგაზრდობის საბჭოს წევრებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და მისი მოადგილეები ბუბა გობეჯიშვილი და ვალენტინა ნავერიანი ესწრებოდნენ. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სურვილი გამოთქვა სააგენტოს მიერ დაგეგმილ პროექტებში აქტიური მონაწილეობა მიიღოს. რეზო ჩარკვიანის განცხადებით, სააგენტო მუნიციპალიტეტს ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებაში საექსპერტო დახმარებას გაუწევს.

„დღეს, შევხვდით ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელს რეზო ჩარკვიანს, რომელმაც ახალგაზრდებს სააგენტოს საქმიანობისა და მომავალი გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ვფიქრობ, ახალგაზრდული პოლიტიკა ქვეყნისა და ჩვენი მუნიციპალიტეტის სწრაფი განვითარების საწინდარია, ამიტომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის მზადაა ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განახორციელოს. ჩვენი მუნიციპალიტეტი ახალგაზრდობის სააგენტოსთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

უწყების ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმები და „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ რეფორმის მიზნები განიხილეს. მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება საქართველოს 64–ვე მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას გულისხმობს. ამ მიმართულებით წელს საპილოტე პროექტში 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტია ჩართული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა