მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რაჭაში 10 სოფელში ელექტრომომარაგების მიწოდება აღდგენილია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რაჭაში, აქტიური ზონის 10 სოფელში ელექტრომომარაგება აღდგა.

როგორც ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს ონში, საგანგებო შტაბის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, დანარჩენ სოფლებში სამუშაოები გრძელდება ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ.

მინისტრის განმარტებით, გუშინ მოხერხდა შემოვლითი გზის აღდგენა. ამასთან, დღეს რთულ მონაკვეთზე ე.წ. 127-ე კილომეტრზე მოხდა კავშირის აღდგენა იმისათვის, რომ ტექნიკა შემდგომ მონაკვეთზე გადასულიყო. მისი განმარტებით, ასევე მუდმივ კონტაქტზე არიან მოსახლეობასთან მუნიციპალიტეტის თანამშრომლები.

"დღეს საშუალება გვქონდა 2 ჯგუფით გავსულიყავით სხვადასხვა სოფლებში. მე პირადად, გახლდით გლოლაში და შოვში, მეორე ჯგუფი - ჭეორაში. ჩავედით რამდენიმე სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, თითოეული ჯგუფი დაკომპლექტებული იყო საინჟინრო პერსონალით, გზების სპეციალისტებით და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით. საშუალება გვქონდა გავსაუბრებოდით მოსახლეობას და უშუალოდ გაგვეგო, რა სჭირდებოდათ. შექმნილია ცხელი ხაზი, სოფლის რწმუნებულებთანაც კავშირია მოსახლეობის მხრიდან. ყოველდღიური საჭიროებები წამალი, თუ სურსათი შეუფერხებლად მიეწოდებათ, ჩავიტანეთ საწვავი.

დღეს რამდენიმე ფრენა შესრულდა. როგორც დილით აღვნიშნე, გრაფიკი შევადგინეთ, რომელიც თითოეულ სოფელში ორ-ორ რეისს ითვალისწინებდა, მაგრამ წამომსვლელთა რაოდენობის გათვალისწინებით დღეს ბევრად მეტი ფრენა შესრულდა. მადლობას ვუხდი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მაშველებს, ვერტმფრენის პილოტებს, ვერტმფრენის ეკიპაჟებს, რომლებიც სტიქიის პირველივე დღიდან 24 - საათიან რეჟიმში იმყოფებიან ამ ზონაში. მაშველები დღესაც იქ არიან და ეხმარებიან ადგილობრივ მოსახლეობას. ახლაც გაემგზავრნენ ვერტმფრენები იმისათვის, რომ სურსათი და საწვავი ჩაიტანონ და გამოიყვანონ დამსვენებლები. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის აღდგენას, გაითიშა "მაგთის" კავშირი და დღესვე აღდგა ანძები, მადლობა ასეთი ოპერტიულობისთვის. აქტიურად მუშაობენ "ენერგო პრო-ჯორჯიას" თანამშრომლები. ათი ჯგუფი დილიდან ჩავიდა მოწყვეტილ სოფლებში, სადაც ექსტრემალურ რეჟიმში ხდება ელექტრომომარაგების აღდგენა და 10 სოფელში უკვე აღდგენილია ელექტრომომარაგება", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა