არჩილ ჯაფარიძე - დავრწმუნდი, რომ სტიქიის მართვას საფრთხე არ ემუქრებოდა და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე არ აკონკრეტებს, თუ სად გააგრძელებს სამომავლოდ საქმიანობას.

არჩილ ჯაფარიძის განმარტებით, გუბერნატორის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო და რაჭაში განვითარებული სტიქია "მხოლოდ დაემთხვა".

მისი თქმით, პოსტიდან წასვლის შესახებ პრემიერ-მინისტრს განცხადებით პირადად მიმართა.

"ბუნებრივია, მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ მოხდებოდა სტიქიის პრევენციული ღონისძიებების მართვა. როცა რაჭაში სტიქია მოხდა, პირველივე წუთიდან აქტიურად ვიყავი ჩართული. როგორც ნორმალურ სახელმწიფოს ეკადრება, გატარდა ძალიან დროული და პრევენციული ღონისძიებები. მნიშვნელოვანია, რომ პირველ-ორ დღეში მოხდა სწორად მართვა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნა შტაბი. ყველა ფუნქცია სამინისტროების შესაბამისად იყო გადანაწილებული.

აქედან გამომდინარე, დავრწმუნდი, რომ სტიქიის მართვას საფრთხე არ ემუქრებოდა და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება. სტიქიის პრევენციული ღონისძიებები ეფექტურად მიმდინარეობს. ზოგადად, სტიქიის შედეგების აღმოფხვრას დიდი დრო დასჭირდება. მთავარია, როგორ მოახერხებს გუნდი ამ პროცესების სწორად მართვას. გუნდი შეიკრა სწორად გადანაწილდა, ყველა სამინისტრომ, ყველა უწყებამ თავისი დავალება სწორად შეასრულა, ანუ, ძალიან კარგად აეწყო შტაბი. შესაძლოა, ამ პროცესების ბოლომდე მიყვანას რამდენიმე თვეც კი დასჭირდეს. აქედან გამომდინარე ვერ დაველოდებოდი, რადგან ეს გადაწყვეტილება კარგა ხნის წინ მივიღე. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო რეგიონის მცხოვრებლებს, ლეჩხუმელებს, სვანებს, რაჭველებს, იმიტომ, რომ ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი საინტერესო პროექტების განხორციელებისას. საინტერესო პროექტები განხორციელდა და ძალიან მიმზიდველი, ცნობადი გახდა ჩვენი რეგიონი", - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან დაპირისპირება, ჯაფარიძე პასუხობს, რომ ეს არასერიოზულია და კომენტარს არ გააკეთებს.

"ათას ჭორზე, მითქმა-მოთქმაზე კომენტარის გაკეთება თავისთავად არასერიოზული იქნება", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო